მესტიის სოფელ ფარისა და სოფელ ლატალის სკოლები ერთობლივ აქტივობებს გეგმავენ

ზემო სვანეთში, სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბს სტუმრად ეწვია მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის აქტიური მოსწავლე, რომელიც დაინტერესებულია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიით და გაეცნო ფარის კლუბის საქმინობას, კონკურსის პირობებს, ქულების დაგროვების პრინციპს და დარეგისტრირების ინსტრუქციას.

ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა, დეტალურად მიაწოდა ინსტრუქცია თუ როგორ უნდა დაარეგისტრირონ გუნდი და დაიგეგმა ერთობლივი აქტივობების განხორციელება ორ სკოლას შორის.

 აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და მდგრადი განვითარების მე-17 მიზნის განხორციელებას.