გარემოსდაცვითი აქცია ქალაქ ფოთში, კუნძულის უბანში

დედამიწის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში ფოთის N4 სკოლის ეკოკლუბის წევრებმა ჩაატარეს დასუფთავების აქცია შავი ზღვის კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე. იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ ინიციატივით და ევროკავშირის ფინანსური ხელშეწყობით, ქალაქის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ტერიტორიაზე, მათ შორის ფოთის N4 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და კუნძულის უბნის სანაპირო ზოლზე პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისათვის სპეციალური კონტეინერები დაიდგა.

აქცია მიზნად ისახავდა ნარჩენების სეპარირების დანერგვის ხელშეწყობას, რათა მოსწავლეებმა შეძლონ გარემოს დაცვის მნიშვნელობის გააზრება, ნარჩენების სწორად მართვის როლი გარემოს დაცვაში, მოსახლეობისა და ადმოინისტრაციული ორგანოების როლი და პასუხისმგებლობები; ამასთანავე პრაქტიკულად განახორციელონ შესაბამისი მოქმედებები.

აქციის მხარდამჭერები იყვნენ: იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“, ქალაქ ქუთაისის მერია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერია და კოლხეთის ეროვნული პარკი.