ადიგენის სოფელ ლელოვანის სკოლის ეკოკლუბმა აფთიაქთან გარემოსდაცვითი მემორანდუმი გააფორმა

ადიგენის სოფლ ლელოვანის ეკოკლუბმა სამუშაო შეხვედრაზე აწონა შეგროვებული მაკულატურა, რამაც ჯამში 500 კილოზე მეტი შეადგინა. კლუბის წევრმა მარიამ ბოჭორიშვილმა ჯგუფს გაუზიარა მოსაზრება, სოფელში მდებარე აფთიაქთან მემორანდუმის გაფორმების შესახებ. მემორანდუმის ფარგლებში აფთაქის მეპატრონე წამლების კოლოფებს,ანოტაციებს და სხვა ქაღალდისაგან დამზადებულ მასალას არ გადაყრიდა.მის გატანას კი ყოველკვირეულად მოახდენდნენ მოსწავლეები.

ბავშვებმა ინფორმაცია მოსახლეობაშიც გაავრცელეს. შედეგად საზოგადოების დიდი ნაწილი წამლის ყუთებს ტოვებდა აფთიაქში. ერთი თვის მანძილზე შეგროვდა 100 კოლოფზე მეტი. წონით არცთუ ისე დიდი რაოდენობა იყო, თუმცა მნიშვნელოვნად შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება მაკულატურის შეგროვება-გადამუშავებასთან დაკავშირებით.