მესტიის სოფელ ფარის სკოლის ეკოკლუბი ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარის საჯარო სკოლის ეკოკლუბი 27 იანვარს ჰოლოკოსტის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურა დევიზით "გვახსოვდეს ჰოლოკოსტი".

ღონისძიების ფარგლებში ეკოკლუბის წევრებმა დაათვალიერეს ფოტოები ჰოლოკოსტის თემაზე და მათი შთაბეჭდილებები გადმოსცეს ესეს სახით სახელწოდებით: "ყვითელი ვარსკვლავი".

მონაწილეებმა საკუთარ ნამუშევრებში ისაუბრეს იმ მძიმე და სამარცხვინო ისტორიულ ფაქტზე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში ჰოლოკოსტის სახელით შევიდა.

ნამუშევრების პრეზენტაციის შემდეგ ნაჩვენები იქნა ფილმი: "ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი". ფილმის დასრულების მერე გაიმართა დისკუსია და დამზადდა პოსტერი, რომელიც მომავალ თაობას ფაშიზმის მსხვერპლთა ხსოვნისკენ მოუწოდებს.