სოფელ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბის მორიგი დასუფთავების აქცია

მინდია აბაშიძის სახელობის სოფელ თხილნარის N1საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა აღმაჩინეს კიდევ ერთი თვითნებური ნაგავსაყრელი მდინარე ბოლოყოს ნაპირას. ხელვაჩაურის სოფელ თხილნარს ზაფხულობით ბევრი ტურისტი სტუმრობს და ბავშვების თქმით, ასეთი დაბინძურებული მდინარის სანაპიროები ამცირებს ტურისტების შემოდინებას მათ სოფელში.

"მდინარე საბანაოდ სახიფათოა, მომწამლავია წყლის ბინადრებზე,რომლებიც ამ არეალში ბინადრობენ.ეს არა მარტო ცუდი სანახავია,არამედ ტერიტორია ინფექციების გავრცელების სახიფათო ზონაა. კვლავ ვაცნობეთ ამის შესახებ ადგილობრივ თემის ხელმძღვანელობას. ჩვენი ძალებით დავალაგეთ და დავასუფთავეთ ეს ტერიტორია. მნიშვნელოვანია სუფთა გარემოს შენარჩუნება,რადგან ჩვენ და მომავალმა თაობამ ვიცხოვროთ სუფთა გარემოში" - აცხადებენ თხილნარის N1 სკოლის ეკოკლუბელები.