სამეგრელოში, ხაბუმეს თემის მესამე სკოლის ეკოკლუბმა ტყის არამერქნული რესურსების შესახებ კვლევა აწარმოა

სამეგრელში ქალაქ ჩხოროწყუს ხაბუმეს თემის მესამე საჯარო სკოლის ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის მონაწილეებმა  ჩაატარეს კვლევა სოფლის მოსახლეობასთან ტყის არამერქნული რესურსების შესახებ. 

მოსწავლეები გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას და გაარკვიეს, რომ სოფლის მოსახლეობა იყენებს გარეულ ხილს, კაკალს, სოკოს წაბლს, რომელსაც იყენებს საკვებად. გარეულ ხილი: ვაშლი, მსხალი. სოკოები: ქამა სოკო, მანჭკვალა. 

გარდა ამისა ყველა ოჯახს აქვს ბოსტანი, სადაც მოწეულ მცენარეებს იყენებენ სამწნილედ, სხვადასხვა საკვების მოსამზადებლად. მოსახლეობის კარ-მიდამოში, ტყეში არის სამკურნალო მცენარეები: გვირილა,  მრავალძარღვა, მუხა (მუხის ქერქი), ასკილი, მაყვალი, მოცვი, მაჟალო და სხვა. 

ამ მცენარეებისაგან ამზადებენ სხვადასხვა დაავადების  წამლებს: მაგ; დამწვრობის, სხვადასხვა ტრავმების, ანთებითი პროცესებისათვის და გაციებისათვის.