ეკოტურიზმი მარტვილში

მარტვილი მრავალფეროვანი ბუნებითა და ულამაზესი ადგილებით ერთ-ერთი გამორჩეული მუნიციპალიტეტია საქართველოში. ის ეკოტურიზმის თვალსაზრისით მნიშვნელოვან პოტენციალს ფლობს. მთისა და ბარის შეზავებული კლიმატით, უხვი მდინარეებით,ჩანჩქერებით, კანიონებით, მღვიმეებით, ტყეებით, სუბალპური და ალპური ზონებით, რაც ძალიან ბევრ ტურისტს იზიდავს და ხიბლავს.

სწორედ ყველა ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეკო-კლუბ ,,ოაზისის” წევრები დაინტერესდნენ თუ როგორ არის ეკოტურიზმი განვითარებული მარტვილში და რამდენად არის ეს პოტენციალი ათვისებული.სრული ინფორმაციის მისაღებად ეწვივნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარტვილის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის უფროსს ლადო დანელიას. ბატონმა ლადო დანელიამ კითხვა-პასუხის რეჟიმში სრული და ამომწურავი პასუხები გასცა ეკო-კლუბელების მიერ დასმულ ყველა კითხვას.

მარტვილში ტურიზმზე საუბარი და მისი განვითარება 2011 წლიდან დაიწყო,რასაც ხელი შეუწყო კანიონის არტეფაქტების აღმოჩენამ.ამ წლის მონაცემებით მარტვილის კანიონმა 300 ათასზე მეტ ტურისტს უნასპინძლა, უკვე 2 წელიწადში 4 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა მხოლოდ მარტვილის კანიონიდან. ტენდეცია კვლავ იზრდება.ტურიზმის უამრავი მიმდინარეობიდან ყველაზე მეტად მარტვილში განვითარებულია-ეკოტურიზმი. მისი ოთხივე სახეობა,მაგრამ განსაკუთრებით განვითარებულია სალაშქრო ტურიზმი. კანიონის გარდა მარტვილში უამრავი დასათვალიერებელი და ღირსშესანიშნავი ეკოტურისტული მარშუტია.აღსანიშნავია, რომ მდინარე აბაშას აქვს სამი სათავე და სამი ჩანჩქერი. პირველი ტობაკასკადური ჩანჩქერი, რომლის მსგავსი ამიერკავკასიაში არ არის.მეორე აბაშის ჩანჩქერი, რომელსაც ტყუპ ჩანჩქერებსაც უწოდებენ-დაახლოებით 130მ.მესამე ონიორეს ჩანჩქერი, რომელიც 70 მ-ია.აღსანიშნავია ისიც, რომ სამივე ჩანჩქერი მღვიმედან გამოდის,ასევე აღსანიშნავია მოთენას, ჯორწყუსა და ასხის მღვიმეები.

ბატონმა ლადომ ასევე ისაუბრა სხვა ეკოტურისტულად პერსპექტიულ ადგილებზე მარტვილში. აღნიშნა, რომ ტენდეცია ყოველწლიურად იზრდება, ყველაზე მეტი ტურისტი შემოდის პოლონეთიდან, უკრაინიდან, ლიეტუადან და ლატვიიდან. ამ წელს მომრავლდნენ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც. ბატონმა ლადომ ასევე აღნიშნა, რომ  მარტვილში ეკოტურიზმის განვითარებამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობა. აშენდა რამდენიმე მაღალი კლასის სასტუმრო, ასევე საოჯახო სასტუმროები თავიანთი კვებით, რაც ძალიან მოსწონთ ტურიტებს, შეიქმნა უფრო მეტი სამუშაო ადგილები, რაც მუნიციპალიტეტის ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

ეკოკლუბელებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიურად ჩართვა სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებში და აქტივობებში, რათა უფრო მეტად მიექცეს ყურადღება მუნიციპალიტეტის ეკოტურისტული ადგილების და გარემოს მდგრად განვითარებას.