ჩხოროწყუში მოსწავლეებმა გაეროს მდგრადი განვითარების N3 მიზანზე იმსჯელეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ლესიჭინეს თემის N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს  მოსწავლეთა კონფერენციაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ხაბუმეს თემის საჯარო სკოლაში  გაიმართა. კონფერენციის  ზოგადი თემა  ,,XX I  საუკუნის დაავადებები“ იყო.  

ლესიჭინელი მოსწავლეების კონკრეტული თემა - ,,უძილობა - ძილის დარღვევის გართულებები“ იყო. განიხილეს უძილობით გამოწვეული ჯანმრთელობის დარღვევები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს Pp პროგრამით შექმნილი პრეზენტაცია. 

თემა შეფასდა, როგორც აქტუალური და საკმაო მოწონება დაიმსახურა. მოსწავლეებმა იგივე თემა  საკუთარ  სკოლაში, თანატოლებთანაც განიხილეს. მათ ასევე განიხილეს მდგრადი განვითარების  მიზანი  N3 "ჯანმრთელობა და კეთილდღეობა“. სასკოლო ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე, სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარ, სოფლის ექიმი და პედაგოგები.