ოზურგეთის დაბა ნარუჯას სკოლის ეკოკლუბის წევრები ადგილობრივ რწმუნებულს და დეპუტატს შეხვდნენ

ოზურგეთის დაბა ნარუჯას საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები აქტიურად  ზრუნავენ თავიანთ დაბაში არსებული პრობლემის მოწესრიგებაში. ისინი როგორც სიტყვით ასევე საქმით ცდილობენ გვერდით დაუდგნენ ადგილობრივ მოსახლეობას. 

სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე წელია დანგრეული კულტურის სახლის ნანგრევები იყო, მათი არაერთი თხოვნის შედეგად იგი გაიწმინდა, მაგრამ მაინც ბავშვებისათვის საფრთხის შემცველი იყო, ადგილობრივ დაბის რწმუნებულთან და დაბის დეპუტატთან შეხვედრისას იმედიანი სიტყვა მიიღეს, რომ ეს პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდებოდა და დანგრეული შენობის ადგილზე მოსახლეობისათვის საჭირო პრიორიტეტი გადაწყდებოდა. 

რამდენიმე დღის წინ, დაბა  ნარუჯის საჯარო სკოლაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა რომელსაც  ოზურგეთის ხელისუფლების წარმომადგენლები სტუმრობდნენ, შეხვედრას ეკოკლუბის წევრებიც ესწრებოდნენ. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2019 წელს რეგიონული განვითარებისათვის გარკვეული თანხაა გამოყოფილი.

შეხვედრაზე გამოიკვეთა 3 ძირითადი პრიორიტეტი: სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა, სველი წერტილების მოწესრიგება და გზების რეაბილიტაცია. აქედან ხმათა უმრავლესობით სოფლის ცენტრში  სკვერის კეთილმოწყობა გადაწყდა რაც ეკოკლუბის წევრების დიდი სურვილი იყო, ასევე დაიგეგმა დაბაში არსებული ცენტრალურ სტადიონის რეაბილიტაციაც სადაც ნარუჯას სკოლის ნორჩი მორაგბეები ვარჯიშობენ.