ქვედაჩხოროწყუს სკოლის ეკოკლუბის წევრები ტურისტული მარშრუტების რუკას გაეცნენ

ქვედაჩხოროწყუს საჯარო სკოლის ეკოკლუბის ხელმძღვანელმა ინდიანა შენგელიამ ამავე კლუბის წევრებს გააცნო  ექსკურსიაზე  სწორად  ფოტოგრაფირების ზოგიერთი წესი და საქართველოს ტურისტული  მარშრუტების რუკა.

ეკოკლუბ "ედელვაისის" წევრების მხრიდან დასმულ  შეკითხვებს მასწავლებელმა ამომწურავად უპასუხა.შეხვედრაზე   გადაწყდა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელი მარშრუტი ლუგელას  ხეობაში და ამასთან  დაკავშირებით დაიგეგმა  რიგი მოსამზადებელი ღონისძიებები.

აღსანიშნავია, რომ ეკოკლუბის წევრებს მხარდაჭერა სკოლის დირექტორმა ზურაბ ბარამიამ გამოუცხადა, აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა მიიღო ამავე სკოლის სსმ მოსწავლემ.