თელავში ფოტოკონკურსი "ფოტოსინთეზი" დაიწყო

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელიმა (CENN) თელავში ფოტოკონკურსი "ფოტოსინთეზი" დაიწყო.
CENN-ის კახეთის რეგიონული კოორდინატორის, კახაბერ სუხიტაშვილის განცხადებით, პროექტში 30-მდე საჯარო სკოლის მოსწავლეები ჩაერთვებიან. "შარშან ფოტოკონკურსმა მთელი საქართველოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება ჰპოვა და კახეთის რეგიონმა საკმაოდ ღირსეულად წარადგინა თავი. წინა წელს დაახლოებით 400-მდე ფოტოსურათი იქნა წარმოდგენილი, მაგრამ წელს მეტის პრეტენზია გვაქვს. გვინდა, რომ მაქსიმალურად მეტი სკოლა ჩაერთოს და უფრო ხარისხიანი ფოტოები იქნას გადაღებული. ამჟამად შერჩეული გვყავს 30 სამიზნე საჯარო სკოლა და მათთან აქტიურად ვმუშაობთ, რომ ამ დაწესებულებებმა სწორად გაიაზრონ რა პასუხისმგებლობა აკისრიათ, რომ ეს ღონისძიება მაღალი ხარუსხით ჩატარდეს'',- განაცხადა კახაბერ სუხიტაშვილმა. 
ფოტოკონკურსი "ფოტოსინეთეზი" ხორციელდება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის განვითარების სააგენტო. ფოტოკონკურსის მიზანია მოსწავლეებში ბიომრავალფეროვნებისა და ტყეების პოპულარიზაციის გაზრდა. https://www.youtube.com/watch?v=Vdti-u4rVdk