შეხვედრა კახეთის 30 სკოლის მასწავლებლებთან

5 ოქტომბერს, პროექტის, "ტყეების მდგრადი მართვა საქართველოში" ფარგლებში სემინარი გაიმართა, რომლის მიზანი იყო კახეთის რეგიონის 30 საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებისათვის ფოტოკონკურს "ფოტოსინთეზი 2016"-ის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. სემინარის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს კონკურსის პირობებისა და მათ მათ მიერ სკოლებში განსახორციელებელი აქტივობების შესახებ. გარდა ამისა, პედაგოგებმა მოისმინეს და პრაქტიკულად შეიმეცნეს ინფორმაცია სატყეო პორტალის მნიშვნელობისა და გამოყენების შესახებ. პედაგოგების ინფორმაციით უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ისინი სკოლებში სემინარებს ჩაატარებენ და მოსწავლეებთან ერთად დაიწყებენ "ფოტოსინთეზი 2016"-ის -ფოტომონადირისათვის მზადებას. პროექტს ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN), პროექტის მხარდამჭერია ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის(ADC) kaxa kaxa1