წერილი ნაძვებს

მე ის ბიჭი ვარ ფართო გზისგან, სახლებისგან , და ქალაქელ ხეებისგან მოშორებით რომ გამომაგდო ამ დაბინძურებულმა თაობამ , იმიტომ რომ ყველასგან განსხვავებით მე კარგად მესმოდა რას ნიშნავდა ვყოფილიყავი ჯერარდაბადებულებსა და მკვდრებს შორის. შენ გასაჭირით ვერ გაგაკვირვებ, ჩემზე მეტი გაქვს გამოვლილი ,სიმაღლეზე გეტყობა და ზუსტად ამ გასაჭირში , როდესაც შენთან მოვედი საერთოდ არ დაფიქრებულხარ ისე გადამხვიე ხე–ძმაკაცურად ტოტი და შემიფარე. გაკვირვებული ვარ, ზუსტად შენთან ლაპარაკის შემდეგ მივხვდი თუ რამდენად რთულია არ იყო დაბადებული , არ ცოცხლობდე და არ იყო მკვდარი და ამ ყველაფერს სავალდებულოზე გაშვებული ჯარისკაცივით უყურებდე. შენი შემყურე ბევრ რამეზე ვფიქრობდი და მივხვდი საერთოდ არ არის საჭირო არც ენა და არც სული ნამდვილი მეგობრობისთვის. ვხედავ , როგორ უსიტყვოდ გიდგანან გვერდში შენი მეზობლები , შენი ნათესავები და მეგობრები. შენი სახლი – ტყე, იგივე სამოთ–ხეა და იგივე ჯოჯო–ხეთი , გააჩნია ნაძვებთან რა ურთიერთობა ექნება ადამიანს. მადლობას გიხდი გამოწვდილი ტოტისთვის. ამ მისამართზე ვიქნები: ნანგრევის გამზირი #2 მეორე დღეს კი ქარისგან მოტანილი გირჩი შემომიგორდა ფეხებში მე ნაძვს მივწერე – მივიღე შენი წერილი.