”ნაჯახის აღსარება”

ნეტავი დამბადებელს ესე არ დავეწესებინე”- ვაჟა-ფშაველა -ასწლოვანი ხე ბიძია? -დიახ ყმაწვილო, ერთი დარტყმით გავანადგურე... P პატარა ხერხი აღფრთოვანებით შესცქეროდა მოხუც ნაჯახს, რომელიც თავისი გმირული საქციელით ამაყობდა,თუმცა ეს გასაკვირი ნამდვილად არ იყო, ნიკორაანთ გიორგის სახელოსნოში თითქმის ყოველდღე მოისმენდი მსგავს ისტორიებს, ყვებოდნენ ცელები, თუ რა სიამოვნებას იღებდნენ, როდესაც ერთი ხელის მოსმით ანადგურებდნენ მდელოზე აღმოცენებულ ბალახებს, როგორ კლავდნენ ისრები ტყეში მობინადრე ცხოველებს,შემდეგ ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს ვის უფრო გმირული ისტორიის მოყოლა შეეძლო და ასე გრძელდებოდა დღეები, მხოლოდ ერთი ახალბედა ნაჯახი, რომლის ტარი ჯერ კიდევ დაუსრულებელი იყო, ჩუმად ისმენდა მათ საუბარს და ოცნებობდა იმ დღეზე, როდესაც თავად შეძლებდა მათსავით ეამაყა, თავისი გმირული საქციელით. დღეები დღეებს მისდევდა, გიორგი კი ყურადღებასაც არ აქცევდა ახალგაზრდა ნაჯახს, სწყინდა მას და უფრო ჩაკეტილი ხდებოდა, მაგრამ მეგობარი ნამგალი, რომელიც იქვე მის გვერდით კედელზე ეკიდა ამშვიდებდა და ეუბნებოდა მას, რომ ეს დღე მართლაც მალე დადგებოდა. გავიდა გაზაფხული, ზაფხული, სუსხიანმა ნიავმაც მოაკაკუნა სახელოსნოს ფანჯრებზე, უკვე დამთავრებული და გამზადებული ახალგაზრდა ნაჯახი დღითიდღე ელოდა იმ დროს, როდესაც გიორგი წაიყვანდა ბუნებაში და მართლაც გაიღო კარები, შემოვიდა გიორგი და პირდაპირ მისკენ აიღო გეზი, საოცარი გრძნობა დაეუფლა ნაჯახს, მისმა გულმა სხვანაირად დაიწყო ფეთქვა, უხაროდა?.. Aარა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რა გრძნობა იყო ეს, მაგრამ იცოდა, რომ წინ მართლაც დიდი საოცრება ელოდა. Gგიორგიმ იგი მოხერხებულად ჩადო მანქანაში და გეზი ტყისკენ აიღო. B ამ დღეს ბუნება განსაკუთრებით ლამაზი იყო ნაჯახის თვალში, საოცრად თბილი ნიავი ქროდა, გაკვირვებული შესცქეროდა ნაჯახი ულამაზეს არე-მარეს, მას ხომ არასდროს ენახა აქამდე მსგავსი სილამაზე, მარჯვნივ მოჩუხჩუხე ნაკადული მოედინებოდა, რომელიც ნაპირზე აღმოცენებულ ყვავილებს წყალს სთავაზობდა, სანაცვლოდ კი ფერადი ყვავილები დიდი მოწიწებით უკრავდნენ თავს. Mმარცხნივ დიდი მთა იყო აღმართული, ამაყად მდგარი გადმოჰყურებდა ბუნების შექმნილ საოცრებებს, ბედნიერი იყო ასეთ გარემოში ცხოვრებით, ჩიტების გუნდი გალობით ემშვიდობებოდა ხეებს, ბუჩქებს, მთებს, ყვავილებს და მიეშურებოდა თბილი ქვეყნებისკენ. ძალიან მოსწონდა ეს ყველაფერი ნაჯახს და აღფრთოვანებას ვერ მალავდა მათი შემყურე. Uუნდოდა უსასრულოდ გაგრძელებულიყო ეს წუთები, უცებ მუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა, გიორგის მანქანა უზარმაზარი ხის წინ გაეჩერებინა, უყურებს ნაჯახი ხეს, მისი სიმაღლე ცას სწვდებოდა, ძირი კი-გახლეჩილი, დანაწევრებული იყო, ეტყობოდა, რთული წარსული გამოევლო ბედკრულს, თუმცა ხე მაინც მედგრად იდგა, კენწეროში კი კვლავ მთლიანდებოდა და საშუალებას არ აძლევდა გამანადგურებელ ძალებს მისი მთლიანობა დაერღვია, და მძიმე ისტორიული კვალი წაეშალა მისი ტანიდან. გიორგიმ გადმოიღო ნაჯახი მანქანიდან და იმედით შეხედა მას, დრო იყო ნაჯახსაც გამოეჩინა ვაჟკაცობა... ხემ იგრძნო, რომ მის მთლიანობას ისევ საფრთხე ემუქრებოდა და განწირული ხმით ატირდა. “გთხოვთ ნუ მომკლავთ!,- მე შვილები მყავს!“- ლოცულობდა, ღმერთს ევედრებოდა, შველას ითხოვდა.. ნაჯახის სულში კი დიდი გარდატეხა მოხდა, თითოეული ხის სიტყვები გულზე ლახვრად ესობოდა ნაჯახს და ჩუმად ცრემლსა ღვრიდა, უცებ რაღაც ძალამ მიწაზე დასცა, დაკარგა გონი და ბნელ წყვდიადში ჩაეფლო... -ნაჯახო, აბა როგორი იყო შენი პირველი სამუშაო ? -იმედია გვასახელე , მოგვიყევი გთხოვ- ეძახდა მეგობარი ნამგალი. თითქოს ამ სიტყვებმა გონზე მოიყვანა ნაჯახი, რომელიც გიორგის სიბრაზისაგან ყველაზე მაღალ თაროზე შემოეგდო.. -თქვი,თქვი როგორი იყო პირველი სამუშაო დღე- გაუმეორა ჭორიკანა ხერხმა და აღფრთოვანებით ელოდა მის პასუხს. ნაჯახი გაოგნებული შესცქეროდა მათ, სძულდა ყოველი მათგანი, სძულდა ის ისტორიები, რომლითაც აღფრთოვანებული იყო მანამდე, და დადგა ის მომენტი, როდესაც მართლაც უნდა ეთქვა რამე და დაიწყო... -იცით ბუნება რა ლამაზია, იცით რას გრძნობს მცენარე, როდესაც ჩვენ ასეთ ზიანს ვაყენებთ, ოდესმე თუ გიფიქრიათ ვის სიცოცხლეს ვსპობთ, სიცოცხლეს, რომლითაც ჩვენ გვქმნიან, სიცოცხლეს, რომლის გარეშე არსებობა არ შეუძლია თითოეულ ჩვენგანს, სიცოცხლეს, რომლისგანაც იქმნება შენობები, სადაც ვცხოვრობთ, და თქვენ ეს გმირობად მიგაჩნიათ? გსიამოვნებთ, როდესაც დედას შვილს უკლავთ და ჭრით იმ ხეს, რომელზეც თქვენ ზიხართ, რას აშავებენ ისინი, ნუთუ ანგარიში გაქვთ გასასწორებელი მათთან.. ჰმ.. არა, არა, მძულს ის მიზანი, რა მიზნითაც ვიქმნებით, მძულს ეს თაროც, რადგან ვიცი, რამდენი სიცოცხლე შეეწირა მის შექმნას.. არა, არა და არა..- თქვა ეს სიტყვები, ჩამოვარდა თაროდან და უსულგულოდ დაეცა ძირს... ასეთი იყო ჯერ ახლად შექმნილი პატარა ნაჯახის ხანმოკლე სიცოცხლე...