ნაჯახის აღსარება

ბინდი ახლოვდებოდა. მდინარე მისისიპის ზედაპირი დუნედ ირწეოდა და გადაწვერილი მზის მოწითალო-ოქროსფერ შუქზე თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა. მსუბუქი სიო შავი ნაძვების წყლისკენ დახრილ ტოტებს არხევდა. უეცრად მოლივლივე წყალზე ვეიმუტის ფიჭვის ხმელი მორებისგან შეკრული ტივი გამოჩნდა. ტივის კიდესთან ასე ცამეტი-თოთხმეტი წლის ყმაწვილი მოკალათებულიყო, რომელსაც თეთრი პერანგი ემოსა და შარვალს მხოლოდ ერთი აჭიმი უმაგრებდა, თავზე ფართოფარფლიანი ჩალის ქუდი ეხურა ნამგალა მთვარის მოყვანილობის ნარღვევით, პირში კი ხელნაკეთი ჩიბუხის მოკლე მუნდშტუკი გაერჭო და ჰაერში ამერიკული თამბაქოს რგოლებს უშვებდა. ანაზდად მან ტივის კიდეს მიწებებული სველი ფურცელი შენიშნა, გადაიხარა, ფრთხილად მოაცილა მორის ზედაპირს და გაშალა. ეს ლექსი იყო, სახელწოდებით “სიმღერა ბრტელპირა ნაჯახზე”: “აჰა, იარაღი, მოპირული, ხდილი, დამაშვრალი! დედამიწის წიაღიდან ამოწვდილი ზუჩი! ხის სხეული და ლითონის ძვალი! ერთადერთი კიდური, ერთადერთი ტუჩი! ალის სიმხურვალეში გამოსხმული ფოთოლი რუხი! ნათესი წვრილი თესლიდან აღმონაცენი ტარი! მწვანე მოლზე დაბჯენილი იარაღი ჯმუხი, რათა დაღლილმა ჩამოაყრდნო მხარი. მძლავრი ხატები, და მათი ატრიბუტები - მამაკაცთა ვაჭრობა, უამრავი ბგერა; გრძელ, დახვეწილ მატარებელს აგებს, გაისმის მუსიკის ძგერა; ორღანისტის თითები დიდებული ორღანის კლავიშებზე აცალკავებს ჰანგებს...” ლექსი მეტად გრძელი იყო - თორმეტი სტროფი და ორას ორმოცდათოთხმეტი პწკარი. ამიტომაც ბიჭმა მზერა პირდაპირ უკანასკნელ სტროფზე გადაიტანა: “მთავარი ხატები აღიმართება! დემოკრატიის ხატები, სრულად - საუკუნეთა მონაგარი; ხატები, მუდამ რომ ბადებენ სხვა ხატებს; ხალხსავსე, სიცოცხლით მჩქეფარ ქალაქებს; დაიბადება მთელი პლანეტის უამრავი შემხიზვნელი და მეგობარი, ისინი დედამიწას ჩაეკვრებიან, და მთელი დედამიწა მათ ჩაეკვრება.” ფურცლის ზედა კიდეზე ეწერა ამ დიდებული ლექსის ავტორის სახელი - “უოლტ უიტმენი”, ხოლო ქვედაზე - “ჩჰანტს Dემოცრატიც.1860”. ბიჭმა ფურცელი დასრისა და მისისიპის მდორე დინებაში გადააგდო. “-ნეტავ რაში სჭირდებოდა მის უოტსონს ჩემთვის კითხვის სწავლება, - გაიფიქრა მან, - ეჰ, ტომ, ნეტავი ახლა გვერდით მყავდე და ერთად მივიწევდეთ აიტასკას ტბისკენ – იქ, საიდანაც მისისიპი იწყება... შენ ხომ ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ გიყვარდა ცურვა...” უეცრად ყმაწვილმა პირიდან მუნდშტუკი გამოიღო და სმენა გაიმახვილა. ტყეში ტოტების ლაწა-ლუწი მოისმა. მალე ხეთა ზროებს შორის თეთრკუდა ირმის გრაციოზული ფიგურა გამოჩნდა. ბიჭმა თოფს ხელი დასტაცა, სასწრაფოდ დატენა ლულიდან, ცხოველი მიზანში ამოიღო და ესროლა. რქადატოტვილი ირემი მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ბიჭმა თოფი ძირს დადო და ნიჩაბს მოუსვა, თუმცა ნაპირთან მისულმა ტივი თოკით კუნძს მიაბა თუ არა, მიხვდა, რომ ცხოველს, ძალიანაც რომ ცდილიყო, ტივზე ვერ 2 გადაათრევდა. სასწრაფოდ ნაჯახს დაავლო ხელი, და ის-ის იყო ფეხის მოკვეთას აპირებდა, რომ ისლიანში რაღაც დიდი გაფაჩუნდა. “- მელა?.. მგელი?.. წითური ფოცხვერი?.. – გაუელვა მას თავში და ნაჯახის ტარს ხელები მოუჭირა, - ალბათ სისხლის სუნმა მოიზიდა რომელიმე მტაცებელი... ახია ჩემზე, თოფი რად დავტოვე ტივზე!..” ფაჩუნი გაძლიერდა და ბალახებს სორის მოკლე, მწითური ბეწვით შემოსილმა ელასტიურმა სხეულმა გაიელვა. “- მდინარის წავი!.. - გულზე მოეშვა ბიჭს და ნაჯახი ძირს დაუშვა, - ალბათ ორაგულის დასაჭერად თუ ყვინთავს წყალში...” მაგრამ იმავ წამს ისლიდან უცნაური მხეცუნა გამოვარდა, მარდად დააცხრა ბიჭს და ტარი დაღრჭენილ კბილებში მოიქცია. გამოჰგლიჯა, ყბები საშინელი სისწრაფით აამუშავა და ტარი ქათმის ძვალივით დაფქვა. უცნაური არსება იყო – გრძელი, მწითური ძაღლი, რომელსაც დრუნჩი ნაჯახის პირის მოყვანილობისა ჰქონდა. - Gუტენ Aბენდ! მე ნაჯახდრუნჩა ძაღლი ვარ და შენ ვინ ხარ? - წარმოთქვა არსებამ მკვეთრად გამოხატული გერმანული აქცენტით. - მე ჰეკლბერი ფინი ვარ სანქტ-პეტერბურგიდან... - ოდესღაც მეც ადამიანი ვიყავი, ფრენსის ბაუმჰაუერი მერქვა... - მიუგო ნაჯახდრუნჩამ, - მეც სანკტ-პეტერბურგიდან ვარ, მაგრამ არა პინელასის საგრაფოდან - რუსლანდიდან. ბაბუაჩემი ჰანს ფონ ბაუმჰაუერი, რომელიც შვიდწლიან ომში პრუსიის მეფე ფრიდრიხის ერთგული ქვეშევრდომი იყო, 1765 წელს, კაიზერინ კატარინა მეორის კეთილი ნებით, რუსლანდის სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე დასახლდა - გერმანელ ახალმოშენეებს კაიზერინასგან ებოძათ თვალუწვდენელი სამოსახლო სივრცე, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, თვითგანკარგვა, ხარკის, გადასახადებისა და ყოველგვარი მორჩილებისგან განთავისუფლება... და უპროცენტო სესხი მეურნეობის გასაძღოლად დაფარვის ოცდაათწლიანი ვადით. ბაბუაჩემმა თავისი მუშკეტი ლულაზე წამოსაცმელი ბაგინეტით ლურსმანზე ჩამოკიდა, ჰუსარის მუნდირი გაიძრო და ხელში რუსული ნაჯახი მოიმარჯვა. მოგვიანებით მამაჩემი მიამბობდა, რომ ნაჯახი არის გერმანელის ნამდვილი იარაღი – ჩვენი გვარი ბაუმჰაუერიც “ტყისმჭრელს” ნიშნავს, და ზოგი იმასაც მეუბნებოდა შენი სახელი “ფრენსისიც” ნაჯახს ნიშნავსო, რადგანაც ჩვენი წინაპარი ფრანკები საშინელი სასროლი ნაჯახით უპობდნენ თავს ჯერ რომაელებს, ხოლო შემდეგ სარკინოზებს პუატიესთან, და ამ ნაჯახს “ფრანცისკას” უწოდებდნენ... მამაჩემი ძილის წინ ყველაზე ხშირად სუასონის თასის ლეგენდას მიყვებოდა, როცა მეროვინგმა მეფე ჰლოდვიგმა თავის ურჩ მეომარს სეკირათი გაუპო თავი, რადგან ამ უკანასკნელმა მისთვის საეკლესიო თასის დათმობა არ მოისურვა... რასაკვირველია, ჩვენ ნაჯახით მხოლოდ ხეებს ვჭრიდით, და ადამიანზე არც ერთხელ არ აღგვიმართავს ხელი, მაგრამ რუსლანდში ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა – როდესაც დიდძალი ფული დავაგროვეთ და ჩვენი ოჯახი სანკტპეტერბურგში დამკვიდრდა, ჩვენამდე ცნობამ მოაღწია, რომ ერთმა გაღატაკებულმა სტუდენტმა როდიონ რომანოვიჩ რასკოლნიკოვმა ერთ მევახშე დედაბერს ნაჯახით გაუჩეხა თავი... მაშინ მე შენხელა ყმაწვილი ვიყავი, და მამა ცდილობდა ადგილობრივი პროტესტანტული ეკლესიის პასტორად აღვეზარდე, მთელი დღე მარტინ ლუთერის ბიბლიიდან მაზუთხვინებდა ციტატებს: “თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისათვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?”... – ეს რაც “მეორე რჯულიდან” გამახსენდა. თუმცა ჩემგან პროტესტანტი ღვთისმსახური ვერ დადგა. როცა ყველა ახლობელი გარდამეცვალა და თითქმის უფულოდ დავრჩი, რედაქციებში მოვუხშირე სიარულს, რათა გერმანულ- 3 იდან რუსულად მეთარგმნა, მაგრამ ჩემი ცოდნით არავინ არ მიმიღო... მერე შევიტყვე, რომ ყირიმის ახლოს მცხოვრები გერმანელები ჩრდილოეთ ამერიკის ახალ ქვეყანაში ჩადიოდნენ, რომელიც გასულ საუკუნეში გამოეყო დიდ ბრიტანეთს და ახლა სულ უფრო იზრდებოდა... მაშინ მივხვდი, რომ ჩემი მხსნელი ისევ ის ძველი ნაჯახი იყო, და არა ლუთერის ბიბლია, ხოლო მე ჰოლცფალერი ვიყავი და არა ღვთისმსახური. ხელი დავავლე ჩემს ძველ მეგობარს, და მეც დანარჩენ გერმანელებთან ერთად თბომავლით შეერთებული შტატებისკენ გავეშურე... აქ ჩამოსულმა გადავწყვიტე რუსლანდმენონიტებივით მინესოტის შტატში დავმკვიდრებუ-ლიყავი – რაღაც იდეებით შთაგონებული მივადგებოდი ხოლმე ხეებს და ვჭრიდი და ვჭრიდი, და მეგონა კაცობრიობისათვის სიკეთე მომქონდა. ერთხელ ნაძვნარში ძალი-ან ღრმად შესულმა განმარტოებული ტიპი დავინახე, რომლის წინ ოჯიბვეს ტომის მოხუცი შამანი იჯდა და თავის კოიოტს ეალერსებოდა. “-ბებერო ინდიელო, - დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი მე, - ეს მიწა ჩვენია, თეთრების! აქ მე ქოხის გაშენებას ვაპირებ და შენი ტიპი დაშალე”, თან ცალი ხელით დამბაჩის ტარი გამოვაჩინე. “-მე შეიძლება წავიდე, - მშვიდად მომიგო შამანმა დამტვრეულივე ინგლისურით, - მაგრამ ბუნებას ნუ დევნი, განა არ გესმის როგორ ტირიან ხეები, როცა შენი ნაჯახის პირს ახებ? განა არ იცი, რომ ყოველ ხეში სული ბინადრობს?” “-ბებერო ინდიელო! – გავაწყვეტინე მოთმინებადაკარგულმა, - ეგ ზღაპრები შენი ტომის ბავშვებს მოუყევი, ახლა კი...” დამბაჩის ამოღება დავაპირე, მაგრამ უცებ გაავებული კოიოტი ხელში მეცა და კბილები ჩამარჭო, მე გამწარებით შევყვირე და ნაჯახი პირდაპირ თავში ვთხლიშე. კოიოტმა დაიწკავწკავა და ძირს უსულოდ დაეცა. მაშინ გავეშებული შამანი ფეხზე წამოხტა, ხელი ჩემკენ გამოიშვირა და დაიყვირა: “-წყეულიმც იყავ, მკრთალსახიანო! შენ უდანაშაულო ცოცხალი არსება მოკალი! ამიერიდან შენ თვითონ მოგიწევს ძაღლად ყოფნა, და ხეების მოჭრის მაგივრად ნაჯახების ტარებს დაუწყებ ჭამას!” ამ სიტყვებით იგი მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო და ოჯიბვეს ენაზე დაიწყო რაღაცის ლუღლუღი... მე მამაჩემი ყოვე-ლთვის მიამბობდა ლეგენდებს ბერსერკერებსა და ვერვოლფებზე, მაგრამ, როგორც ჭკუადამჯდარ კაცს, მაქციების არსებობის არასდროს მჯეროდა. გამეცინა და ის იყო დავაპირე შამანისთვის ტყვია დამეხალა, ვიგრძენი, როგორ შემოვიდა ჩემში რაღაც უცხო სხეული, იარაღი ხელიდან გამივარდა, ტანისამოსი შემოვიფხრიწე და ოთხ ფეხზე დავიწყე სირბილი და ვიგრძენი ბეწვით როგორ შევიმოსე, მაშინ კი ჩამესმა ყურში სიტყვები ბიბლიიდან: “მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.” მას შემდეგ, დავეხეტები მინესოტას ტყეებში, თუ სადმე ნაჯახი მოვიხელთე, ტარს ვაჭამ, რადგანაც ხის ტარის დანახვა უფრო ვნებს ხეებს, ვიდრე ბასრი ლითონის პირის შეხება... ჰეკლბერი ფინ, დინების საწინააღმდეგოდ მცურავო ფრონტირსმენო, მიიღე ჩემი აღსარება, რომელსაც მეტი ვეღარავინ მოისმენს – ნაჯახის აღსარება! მე თვითონ ვიყავი ნაჯახი სხვა ადამიანების ხელში! “ურო ხარ ჩემთვის – საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს” – მე ვიყავი ჯალათი, რომელიც ადამიანად ყოფნის დროს სხვის ბრძანებებს აღასრულებდა და თავის თავს არწმუნებდა, რომ საკუთარი ნებით მოქმედებდა! მშვიდობით, ჰეკლბერი ფინ, და ეს ირემი აქ დატოვე – დაე საკუთარ მიწაზე ეღირსოს სამუდამო განსასვენებელი. მე ეს პატივი აღარასოდეს მერგება წილად! ბოლო სიტყვებზე ნაჯახდრუნჩა კვლავაც ისლის სიმწვანეში გაუჩინარდა. ღამე ჩამოწვა. მინესოტას ტყის თავზე ცა მოციაგე ვარსკვლავებით დაიწინწკლა. მისისიპის ფრონტირსმენმა ტივი მდინარეში შეაცურა, ნიჩაბი მოუსვა და აიტასკას ტბისკენ აიღო გეზი. ნაჯახის აღსარება ბინდი ახლოვდებოდა. მდინარე მისისიპის ზედაპირი დუნედ ირწეოდა და გადაწვერილი მზის მოწითალო-ოქროსფერ შუქზე თვალისმომჭრელად ლაპლაპებდა. მსუბუქი სიო შავი ნაძვების წყლისკენ დახრილ ტოტებს არხევდა. უეცრად მოლივლივე წყალზე ვეიმუტის ფიჭვის ხმელი მორებისგან შეკრული ტივი გამოჩნდა. ტივის კიდესთან ასე ცამეტი-თოთხმეტი წლის ყმაწვილი მოკალათებულიყო, რომელსაც თეთრი პერანგი ემოსა და შარვალს მხოლოდ ერთი აჭიმი უმაგრებდა, თავზე ფართოფარფლიანი ჩალის ქუდი ეხურა ნამგალა მთვარის მოყვანილობის ნარღვევით, პირში კი ხელნაკეთი ჩიბუხის მოკლე მუნდშტუკი გაერჭო და ჰაერში ამერიკული თამბაქოს რგოლებს უშვებდა. ანაზდად მან ტივის კიდეს მიწებებული სველი ფურცელი შენიშნა, გადაიხარა, ფრთხილად მოაცილა მორის ზედაპირს და გაშალა. ეს ლექსი იყო, სახელწოდებით “სიმღერა ბრტელპირა ნაჯახზე”: “აჰა, იარაღი, მოპირული, ხდილი, დამაშვრალი! დედამიწის წიაღიდან ამოწვდილი ზუჩი! ხის სხეული და ლითონის ძვალი! ერთადერთი კიდური, ერთადერთი ტუჩი! ალის სიმხურვალეში გამოსხმული ფოთოლი რუხი! ნათესი წვრილი თესლიდან აღმონაცენი ტარი! მწვანე მოლზე დაბჯენილი იარაღი ჯმუხი, რათა დაღლილმა ჩამოაყრდნო მხარი. მძლავრი ხატები, და მათი ატრიბუტები - მამაკაცთა ვაჭრობა, უამრავი ბგერა; გრძელ, დახვეწილ მატარებელს აგებს, გაისმის მუსიკის ძგერა; ორღანისტის თითები დიდებული ორღანის კლავიშებზე აცალკავებს ჰანგებს...” ლექსი მეტად გრძელი იყო - თორმეტი სტროფი და ორას ორმოცდათოთხმეტი პწკარი. ამიტომაც ბიჭმა მზერა პირდაპირ უკანასკნელ სტროფზე გადაიტანა: “მთავარი ხატები აღიმართება! დემოკრატიის ხატები, სრულად - საუკუნეთა მონაგარი; ხატები, მუდამ რომ ბადებენ სხვა ხატებს; ხალხსავსე, სიცოცხლით მჩქეფარ ქალაქებს; დაიბადება მთელი პლანეტის უამრავი შემხიზვნელი და მეგობარი, ისინი დედამიწას ჩაეკვრებიან, და მთელი დედამიწა მათ ჩაეკვრება.” ფურცლის ზედა კიდეზე ეწერა ამ დიდებული ლექსის ავტორის სახელი - “უოლტ უიტმენი”, ხოლო ქვედაზე - “ჩჰანტს Dემოცრატიც.1860”. ბიჭმა ფურცელი დასრისა და მისისიპის მდორე დინებაში გადააგდო. “-ნეტავ რაში სჭირდებოდა მის უოტსონს ჩემთვის კითხვის სწავლება, - გაიფიქრა მან, - ეჰ, ტომ, ნეტავი ახლა გვერდით მყავდე და ერთად მივიწევდეთ აიტასკას ტბისკენ – იქ, საიდანაც მისისიპი იწყება... შენ ხომ ყოველთვის დინების საწინააღმდეგოდ გიყვარდა ცურვა...” უეცრად ყმაწვილმა პირიდან მუნდშტუკი გამოიღო და სმენა გაიმახვილა. ტყეში ტოტების ლაწა-ლუწი მოისმა. მალე ხეთა ზროებს შორის თეთრკუდა ირმის გრაციოზული ფიგურა გამოჩნდა. ბიჭმა თოფს ხელი დასტაცა, სასწრაფოდ დატენა ლულიდან, ცხოველი მიზანში ამოიღო და ესროლა. რქადატოტვილი ირემი მოწყვეტით დაეცა მიწაზე. ბიჭმა თოფი ძირს დადო და ნიჩაბს მოუსვა, თუმცა ნაპირთან მისულმა ტივი თოკით კუნძს მიაბა თუ არა, მიხვდა, რომ ცხოველს, ძალიანაც რომ ცდილიყო, ტივზე ვერ 2 გადაათრევდა. სასწრაფოდ ნაჯახს დაავლო ხელი, და ის-ის იყო ფეხის მოკვეთას აპირებდა, რომ ისლიანში რაღაც დიდი გაფაჩუნდა. “- მელა?.. მგელი?.. წითური ფოცხვერი?.. – გაუელვა მას თავში და ნაჯახის ტარს ხელები მოუჭირა, - ალბათ სისხლის სუნმა მოიზიდა რომელიმე მტაცებელი... ახია ჩემზე, თოფი რად დავტოვე ტივზე!..” ფაჩუნი გაძლიერდა და ბალახებს სორის მოკლე, მწითური ბეწვით შემოსილმა ელასტიურმა სხეულმა გაიელვა. “- მდინარის წავი!.. - გულზე მოეშვა ბიჭს და ნაჯახი ძირს დაუშვა, - ალბათ ორაგულის დასაჭერად თუ ყვინთავს წყალში...” მაგრამ იმავ წამს ისლიდან უცნაური მხეცუნა გამოვარდა, მარდად დააცხრა ბიჭს და ტარი დაღრჭენილ კბილებში მოიქცია. გამოჰგლიჯა, ყბები საშინელი სისწრაფით აამუშავა და ტარი ქათმის ძვალივით დაფქვა. უცნაური არსება იყო – გრძელი, მწითური ძაღლი, რომელსაც დრუნჩი ნაჯახის პირის მოყვანილობისა ჰქონდა. - Gუტენ Aბენდ! მე ნაჯახდრუნჩა ძაღლი ვარ და შენ ვინ ხარ? - წარმოთქვა არსებამ მკვეთრად გამოხატული გერმანული აქცენტით. - მე ჰეკლბერი ფინი ვარ სანქტ-პეტერბურგიდან... - ოდესღაც მეც ადამიანი ვიყავი, ფრენსის ბაუმჰაუერი მერქვა... - მიუგო ნაჯახდრუნჩამ, - მეც სანკტ-პეტერბურგიდან ვარ, მაგრამ არა პინელასის საგრაფოდან - რუსლანდიდან. ბაბუაჩემი ჰანს ფონ ბაუმჰაუერი, რომელიც შვიდწლიან ომში პრუსიის მეფე ფრიდრიხის ერთგული ქვეშევრდომი იყო, 1765 წელს, კაიზერინ კატარინა მეორის კეთილი ნებით, რუსლანდის სამხრეთის აუთვისებელ მიწებზე დასახლდა - გერმანელ ახალმოშენეებს კაიზერინასგან ებოძათ თვალუწვდენელი სამოსახლო სივრცე, რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლება, თვითგანკარგვა, ხარკის, გადასახადებისა და ყოველგვარი მორჩილებისგან განთავისუფლება... და უპროცენტო სესხი მეურნეობის გასაძღოლად დაფარვის ოცდაათწლიანი ვადით. ბაბუაჩემმა თავისი მუშკეტი ლულაზე წამოსაცმელი ბაგინეტით ლურსმანზე ჩამოკიდა, ჰუსარის მუნდირი გაიძრო და ხელში რუსული ნაჯახი მოიმარჯვა. მოგვიანებით მამაჩემი მიამბობდა, რომ ნაჯახი არის გერმანელის ნამდვილი იარაღი – ჩვენი გვარი ბაუმჰაუერიც “ტყისმჭრელს” ნიშნავს, და ზოგი იმასაც მეუბნებოდა შენი სახელი “ფრენსისიც” ნაჯახს ნიშნავსო, რადგანაც ჩვენი წინაპარი ფრანკები საშინელი სასროლი ნაჯახით უპობდნენ თავს ჯერ რომაელებს, ხოლო შემდეგ სარკინოზებს პუატიესთან, და ამ ნაჯახს “ფრანცისკას” უწოდებდნენ... მამაჩემი ძილის წინ ყველაზე ხშირად სუასონის თასის ლეგენდას მიყვებოდა, როცა მეროვინგმა მეფე ჰლოდვიგმა თავის ურჩ მეომარს სეკირათი გაუპო თავი, რადგან ამ უკანასკნელმა მისთვის საეკლესიო თასის დათმობა არ მოისურვა... რასაკვირველია, ჩვენ ნაჯახით მხოლოდ ხეებს ვჭრიდით, და ადამიანზე არც ერთხელ არ აღგვიმართავს ხელი, მაგრამ რუსლანდში ამგვარი რამ არაერთხელ მომხდარა – როდესაც დიდძალი ფული დავაგროვეთ და ჩვენი ოჯახი სანკტპეტერბურგში დამკვიდრდა, ჩვენამდე ცნობამ მოაღწია, რომ ერთმა გაღატაკებულმა სტუდენტმა როდიონ რომანოვიჩ რასკოლნიკოვმა ერთ მევახშე დედაბერს ნაჯახით გაუჩეხა თავი... მაშინ მე შენხელა ყმაწვილი ვიყავი, და მამა ცდილობდა ადგილობრივი პროტესტანტული ეკლესიის პასტორად აღვეზარდე, მთელი დღე მარტინ ლუთერის ბიბლიიდან მაზუთხვინებდა ციტატებს: “თუ დიდხანს გექნება შემორტყმული ალყა ქალაქისათვის მის დასამარცხებლად და ასაღებად, ნუ გაანადგურებ მის ხეებს, ცულს ნუ აღმართავ მათზე, რადგან თუკი ჭამ მათ ნაყოფს, არც უნდა მოჭრა. რადგან მინდორში მდგარი ხე კაცი ხომ არ არის, რომ გაგეცალოს და ციხე-სიმაგრეში შეაფაროს თავი?”... – ეს რაც “მეორე რჯულიდან” გამახსენდა. თუმცა ჩემგან პროტესტანტი ღვთისმსახური ვერ დადგა. როცა ყველა ახლობელი გარდამეცვალა და თითქმის უფულოდ დავრჩი, რედაქციებში მოვუხშირე სიარულს, რათა გერმანულ- 3 იდან რუსულად მეთარგმნა, მაგრამ ჩემი ცოდნით არავინ არ მიმიღო... მერე შევიტყვე, რომ ყირიმის ახლოს მცხოვრები გერმანელები ჩრდილოეთ ამერიკის ახალ ქვეყანაში ჩადიოდნენ, რომელიც გასულ საუკუნეში გამოეყო დიდ ბრიტანეთს და ახლა სულ უფრო იზრდებოდა... მაშინ მივხვდი, რომ ჩემი მხსნელი ისევ ის ძველი ნაჯახი იყო, და არა ლუთერის ბიბლია, ხოლო მე ჰოლცფალერი ვიყავი და არა ღვთისმსახური. ხელი დავავლე ჩემს ძველ მეგობარს, და მეც დანარჩენ გერმანელებთან ერთად თბომავლით შეერთებული შტატებისკენ გავეშურე... აქ ჩამოსულმა გადავწყვიტე რუსლანდმენონიტებივით მინესოტის შტატში დავმკვიდრებუ-ლიყავი – რაღაც იდეებით შთაგონებული მივადგებოდი ხოლმე ხეებს და ვჭრიდი და ვჭრიდი, და მეგონა კაცობრიობისათვის სიკეთე მომქონდა. ერთხელ ნაძვნარში ძალი-ან ღრმად შესულმა განმარტოებული ტიპი დავინახე, რომლის წინ ოჯიბვეს ტომის მოხუცი შამანი იჯდა და თავის კოიოტს ეალერსებოდა. “-ბებერო ინდიელო, - დამტვრეული ინგლისურით ვუთხარი მე, - ეს მიწა ჩვენია, თეთრების! აქ მე ქოხის გაშენებას ვაპირებ და შენი ტიპი დაშალე”, თან ცალი ხელით დამბაჩის ტარი გამოვაჩინე. “-მე შეიძლება წავიდე, - მშვიდად მომიგო შამანმა დამტვრეულივე ინგლისურით, - მაგრამ ბუნებას ნუ დევნი, განა არ გესმის როგორ ტირიან ხეები, როცა შენი ნაჯახის პირს ახებ? განა არ იცი, რომ ყოველ ხეში სული ბინადრობს?” “-ბებერო ინდიელო! – გავაწყვეტინე მოთმინებადაკარგულმა, - ეგ ზღაპრები შენი ტომის ბავშვებს მოუყევი, ახლა კი...” დამბაჩის ამოღება დავაპირე, მაგრამ უცებ გაავებული კოიოტი ხელში მეცა და კბილები ჩამარჭო, მე გამწარებით შევყვირე და ნაჯახი პირდაპირ თავში ვთხლიშე. კოიოტმა დაიწკავწკავა და ძირს უსულოდ დაეცა. მაშინ გავეშებული შამანი ფეხზე წამოხტა, ხელი ჩემკენ გამოიშვირა და დაიყვირა: “-წყეულიმც იყავ, მკრთალსახიანო! შენ უდანაშაულო ცოცხალი არსება მოკალი! ამიერიდან შენ თვითონ მოგიწევს ძაღლად ყოფნა, და ხეების მოჭრის მაგივრად ნაჯახების ტარებს დაუწყებ ჭამას!” ამ სიტყვებით იგი მუხლებზე დაეცა, ხელები მაღლა აღაპყრო და ოჯიბვეს ენაზე დაიწყო რაღაცის ლუღლუღი... მე მამაჩემი ყოვე-ლთვის მიამბობდა ლეგენდებს ბერსერკერებსა და ვერვოლფებზე, მაგრამ, როგორც ჭკუადამჯდარ კაცს, მაქციების არსებობის არასდროს მჯეროდა. გამეცინა და ის იყო დავაპირე შამანისთვის ტყვია დამეხალა, ვიგრძენი, როგორ შემოვიდა ჩემში რაღაც უცხო სხეული, იარაღი ხელიდან გამივარდა, ტანისამოსი შემოვიფხრიწე და ოთხ ფეხზე დავიწყე სირბილი და ვიგრძენი ბეწვით როგორ შევიმოსე, მაშინ კი ჩამესმა ყურში სიტყვები ბიბლიიდან: “მოიკვეთები კაცთაგან, მინდვრის მხეცებთან იცხოვრებ, ხარების მსგავსად ბალახს გაჭმევენ და შვიდი წელიწადი გაივლის შენზე, ვიდრე გაიგებდე, რომ უზენაესი ხელმწიფობს კაცთა სამეფოზე და ვისაც უნდა, იმას აძლევს.” მას შემდეგ, დავეხეტები მინესოტას ტყეებში, თუ სადმე ნაჯახი მოვიხელთე, ტარს ვაჭამ, რადგანაც ხის ტარის დანახვა უფრო ვნებს ხეებს, ვიდრე ბასრი ლითონის პირის შეხება... ჰეკლბერი ფინ, დინების საწინააღმდეგოდ მცურავო ფრონტირსმენო, მიიღე ჩემი აღსარება, რომელსაც მეტი ვეღარავინ მოისმენს – ნაჯახის აღსარება! მე თვითონ ვიყავი ნაჯახი სხვა ადამიანების ხელში! “ურო ხარ ჩემთვის – საბრძოლო იარაღი და შენით ვფანტავ ხალხებს, შენით ვანადგურებ სამეფოებს” – მე ვიყავი ჯალათი, რომელიც ადამიანად ყოფნის დროს სხვის ბრძანებებს აღასრულებდა და თავის თავს არწმუნებდა, რომ საკუთარი ნებით მოქმედებდა! მშვიდობით, ჰეკლბერი ფინ, და ეს ირემი აქ დატოვე – დაე საკუთარ მიწაზე ეღირსოს სამუდამო განსასვენებელი. მე ეს პატივი აღარასოდეს მერგება წილად! ბოლო სიტყვებზე ნაჯახდრუნჩა კვლავაც ისლის სიმწვანეში გაუჩინარდა. ღამე ჩამოწვა. მინესოტას ტყის თავზე ცა მოციაგე ვარსკვლავებით დაიწინწკლა. მისისიპის ფრონტირსმენმა ტივი მდინარეში შეაცურა, ნიჩაბი მოუსვა და აიტასკას ტბისკენ აიღო გეზი.