ფოტო-ტური ჯავახეთის ტბებზე

გასულ შაბათ-კვირას, (25-27 სექტემბერი) CENN-ის ორგანიზებით ჩატარდა მეორე ფოტო-ტური ჯავახეთის ტბებზე, ამ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ახალციხის, ასპინძისა და გორელოვკის სკოლის მოსწავლეები და მათი ხელმძღვანელები. ბავშვებთან ერთად იყვნენ ფოტო ინსტრუქტორები ლევან ქობალია, ირაკლი ტაბატაძე და ირაკლი ხარგელია, უსაფრთხოების ინსტრუქტორი გიორგი ჩერქეზიშვილი და ლადო ბასილიძე). ტურის ფარგლებში ბავშვებმა მოინახულეს მადათაფის, ბუღდაშენის, კარწახის (ჯავახეთის დაცული ტერიტორიები), ფარავნისა და საღამოს ტბები. ღამე გაათენეს კარვებში ფარავნის ტბის მახლობლად და გადაიღეს ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის ამსახველი საინტერესო ფოტოები. ტურის ამსახველი ფოტოკოლაჟის ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე ამ ბმულის საშუალებით: https://www.facebook.com/media/set/?set=a.895121877233669.1073741850.101823779896820&type=3 javax