CENN-ის კოორდინატორის ინფორმაციით, სოფელ ტაძრისთან ცეცხლის ძირითდი კერები ჩამქრალია

როგორც იცით, გუშინ 21 სექტემბერს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფელ ტაძრისთან ტყის მასივებს ცეცხლი გაუჩნდა რომლის მიზეზიც ამ დრომდე დაუდგენელია. ამჟამად, როგორც CENN-ის სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური კოორდინატორი, თამუნა კაპანაძე გვატყობინებს, ცეცხლის ძირითდი კერები ჩამქრალია რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადებისა და ადგილობრივების მიერ. ჩვენი კოორდინატორისვე ინფორმაციით, სავარაუდოდ დაახლოებით 5-6 ჰექტარი ტყეაა დამწვარი, თუმცა სთანადო უწყებების მიერ ზარალის ზუსტი შეფასება ჯერ არ მომხდარა. tazrisi