CENN-ის რეგიონალური კოორდინატორების შეხვედრა ბულაჩაურში

15-17 სექტემბერს, ბულჩაურში, კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელის “მწვანე ცენტრში “ (CENN Green Center) პროექტ “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ მეორე ფაზის დაწყების წინ რეგიონალურ კოორდინატორებთან წინასწარი შეხვედრები გაიმართა. შეხვედრების დროს განისაზღვრა პროექტის ახალი ფორმატი, კოორდინაცია და გეოგრაფია. ასევე განხილული იყო რეგიონალური ინიციატივები და პროექტის საინფორმაციო მენეჯმენტი. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმაც, რომლებიც ტყის მდგრად მართვასთან დაკავშირებით, ახალ სატელევიზო პროექტებს განახორციელებენ. ხოლო პროექტში ჩართული რამდენიმე ფოტოგრაფი, საქართველოს სხვადასხვა რეგიონების სკოლების მოსწავლეებს ველურ ბუნებაში განსახორციელებელ სხვადასხვა ტურებში (CENN-ის ლაშქრობის სპეციალასტებთან ერთად) გაჰყვებიან და ბუნების ფოტოზე აღბეჭვდის ხერხებსა და მეთოდებს განუმარტავენ. b1 b2 b3 b4b5