ბაღდათში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთ-ცენტრალური სამმართველოს იმერეთის სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. კერძოდ, სამართალდამრღვევი სოფელ წაბლარასხევის ტერიტორიაზე ახდენდა წიფლის ჯიშის სამასალე მორის ტრანსპორტირებას. სამართალდამრღვევს ჩამოერთვა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. ასევე, დაანგარიშდა გარემოსთვის მიყენებული ზიანი. ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნა შესაბამის ორგანოებს. bagdadi