×

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2020"-ის მონაწილე ეკოკლუბების საყურადღებოდ !

გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი, რომელიც მოცემულია თქვენს პროფილში და, ასევე, განაახლოთ ინფორმაცია გუნდის წევრების შესახებ. (მათ შორის, ასაკი). შეგახსენებთ, გუნდში მონაწილეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წევრს.

COVID - 19

დედამიწა ახალი კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ იბრძვის. დღეისთვის მსოფლიოში COVID - 19-ით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა და დღევანდელი მონაცემებით, 81 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 13 გამოჯანმრთელდა.

 

23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა და მოსახლეობისთვის მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები დაწესდა. 

 

ვინაიდან ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, მოსახლეობას ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდული შესაძლებლობა აქვს, CENN გთავაზობთ რეკომენდაციებს აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე.

_________________________________________________________________________________