×

ძვირფასო მონაწილეებო, აქტივობების დაგეგმვისას, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება.

მოგიწოდებთ, უპირატესობა მიანიჭოთ ონლაინ რეჟიმში განხორციელებად იდეებს.

ფიზიკურ გარემოში ჩასატარებელი აქტივობის არჩევის შემთხვევაში, გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცვათ განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული რეგულაციები.

იხილეთ კონკურსის გზამკვლევი ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, შეგიძლიათ, მოგვწეროთ კონკურსის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში ან დაუკავშირდეთ თქვენი რეგიონის კოორდინატორს.

გისურვებთ ჯანმრთელობასა და მრავალ წარმატებას!

გენდერი და გარემოს დაცვა

რატომ უნდა ვიცოდე მეტი გენდერის შესახებ ?

მეტის ცოდნა მეტი პატივისცემაა ორივე სქესის წარმომადგენლის მიმართ, მეტი, და რაც მთავარია - თანაბარი. თუკი გავიაზრებთ, რომ ქალსა და მამაკაცს თანაბარი უფლებები აქვთ საკუთარი სურვილების რეალიზაციისთვის, შევიძენთ თავისუფლების შეგრძნებას, მარტივად გადავლახავთ ცხოვრებისეულ ბარიერებს, ურთიერთდახმარების სურვილი გაგვიჩნდება და, უბრალოდ, მეტი ცოდნა უკეთეს ადამიანებად გვაქცევს.

კითხვარი

გზამკვლევი